რეკლამა

ონში, პრემიერის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე უფასო ტრანსპორტი მოემსახურება

ონში, პრემიერის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე უფასო ტრანსპორტი მოემსახურება

ონი წლის ონი წლის მთავარ საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

დავით აღმაშენებლის მოედანზე 14:00 საათიდან უკვე დაიწყო საახალწლო ღონისძიება. სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში,   დატვირთული პროგრამა ელოდებათ.

"მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება  საბავშვო  სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა. ღონისძიება გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ: მასტერი, მარიამ მამისმედიშვილი, თაკო მელიქიშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ბენდი “სალიო”, ბენდი “მიქსტურა”. წამყვანი-დუტა სხირტლაძე. დღის მანძილზე საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას  უფასოდ  მოემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი,"-აცხადებენ ონის მერიაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები