ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის ასანთებად ემზადებიან.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია ჯიხურები საახალწლო ბაზრობისთვის, საბავშვო სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თოვლის ბაბუას სახლი, სადაც პატარებს სტუმრობისა და საჩუქრების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
ადგილობრივები, რომლებიც საახალწლო ღონისძიებას ბავშვებთან ერთად ესწრებიან, ამბობენ, რომ პატარებისთვის ახალი წლის წართმევის უფლება არავის აქვს. ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 19:00 საათზე, საზეიმო კონცერტის ფონზე აინთება.
ნაძვის ხესთან ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეები პლაკატებით და საყვირებით იმყოფებიან.