რიონის ხეობის სოფლები კვლავ ელექტრონერგიის გარეშე რჩებიან. მიზეზად 8 თებერვალს დაწყებული მეწყრული პროცესები სახელდება.
"მეწყერი 8 თებერვლიდან გაუჩერებლად “მოედინება” ცხუკუშერიდან ალპანისკენ მიმავალ გზაზე. იმდენად დენადია, რომ გზის გაწმენდის შემდეგ მოდის და რასაც ჰქვია, “ჩაედინება” რიონშიო, ადგილობრივები ამბობენ. შუქი არ არის იმიტომ, რომ ბოძებს გათხიერებილ მიწაში ვერ ამაგრებენ. ზემოთ ლაჯანუროს წყალსაცავია. რიონის ხეობა პრობლემატური ხეობაა, მეწყრული, დამატებითი წყლის ზედაპირები კატასტროფულად აუარესებს კლიმატურ პირობებს,"-ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა გოდოლაძე.