TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში პროექტის „ქუთაისი ანტიკურობიდან დღევანდელობამდე“ განხორციელება იგეგმება

ქუთაისში პროექტის „ქუთაისი ანტიკურობიდან დღევანდელობამდე“ განხორციელება იგეგმება

ქუთაისში პროექტის „ქუთაისი ანტიკურობიდან დღევანდელობამდე“ განხორციელება იგეგმება

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში შეხვედრა გაიმართება   ა(ა)იპ „ქ. ფოთის აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სკოლის“,  ანიმაციის განვითარების ფონდის, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზის“  და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის  წარმომადგენლებთან  ქუთაისში ანიმაციის დამკვიდრებისა და შემდგომი განვითარების მიზნით.

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“  მიერ იგეგმება პროექტის „ქუთაისი ანტიკურობიდან დღევანდელობამდე“ განხორციელება, რაც საბოლოოდ ბავშვების მიერ ანიმაციური ფილმის შექმნას გულისხმობს. პროექტის ავტორი და ორგანიზატორია გაერთიანების მმართველის მოადგილე ბაია კოღუაშვილი. მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 

შეხვედრას დაესწრნენ გ. მაისურაძის სახ. სამხატვრო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. მათთვის მოეწყო „ანიმაციის განვითარების ფონდის“ და  აკაკი ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სკოლის მიერ ერთობლივად შექმნილი ანიმაციური ფილმების ჩვენება. ანიმაციის შექმნის სპეციფიკაზე მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზის“ დამაარსებელმა ზურაბ დიასამიძემ.

შეხვედრაზე მოეწყო გ. მაისურაძის სახ. სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა. პედაგოგებმა წარმოადგინეს სამხატვრო სკოლის ისტორიის ამსახველი პრეზენტაციები. ჩატარდა მ. ბალანჩივაძის სახ.  სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლის, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, იოანე ბაზანოვის მცირე კონცერტი. ( პედ: ლედა კანკავა) ასევე , გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იოანე ბაზანოვის ფერწერული ნამუშევრები.

შეხვედრის ბოლოს, ა(ა)იპ „ქ. ფოთის აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სკოლას“ და ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს მომავალ ერთობლივ შემოქმედებით საქმიანობას, ერთობლივ პროექტებს და გამოცდილების გაზიარებას.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu