რეკლამა

რატომ გაათავისუფლეს ხონის სოფელ ნამაშევის სკოლის დირექტორი?

რატომ გაათავისუფლეს ხონის სოფელ ნამაშევის სკოლის დირექტორი?

ხონის სოფელ ნამაშევის სკოლის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენლები. 

"რეპრესიები დაიწყო!!!       
მოგესალმებით მეგობრებო! რამოდენიმე დღის წინ გაუწყეთ ბ-ნი გიორგი გახარიას ხონში მოსახლეობასთან შეხვედრის შესახებ. გეტყვით, რომ მიუხედავად დიდი რისკებისა, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი მასთან შეხვედრის, მაგრამ ჩემი პირადი გადაწყვეტილებით არ მინდოდა  პრობლემები შექმნოდათ ამ ადამიანებს ან მათ ოჯახის წევრებს. ვეცადეთ შეხვედრაზე ყოფილიყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაკავებული საჯარო სექტორში და არ ფლობენ კერძო ბიზნესებს. ამ რისკების ნათელი დადასტურება არის დღევანდელი დღე, რაც განახორციელა "ქართულმა ოცნებამ", კერძოდ                       
მინდია გველებიანი  პარტია "საქართველოსთვის" ერთ- ერთი ლიდერი, რომელიც 2004 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობდა სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლას, ასევე არის აფხაზეთის ომის მონაწილე, დღეს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან ის ჩემთან ერთად ხელმძღვანელობდა შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებს.           

ჩემო მეგობრებო რამდენად არის სიტყვის თავისუფლება დაცული  "ქართული ოცნების" პირობებში, განსასჯელად თქვენთვის მომინდია.
და თქვენ ...."ქართულო ოცნებავ"! 26 ოქტომბერს აუცილებლად დაგასრულებთ ქართველი ხალხი,"-წერს ვახტანგ ბალავაძე. 

"ვეხმაურები პოსტს, რომელშიც ამტკიცებენ, რომ მინდია გველებიანის გათავისუფლება პოლიტიკურია. განათლების სისტემა მუდმივად ცვლილებებს განიცდის, იცვლება სტანდარტები და კომპეტენციები. სამწუხაროდ, მან ვერც ერთი გამოცდა ვერ ჩააბარა და თანამდებობა ამიტომ დატოვა. რაც შეეხება ახალ დირექტორს, ხათუნა ხარაბაძეს, მას დადასტურებული აქვს, როგორც მასწავლებლის ასევე დირექტორის კომპეტენცია, არც მისი მეუღლე არ არის თანამდებობის პირი (არის  უფროსი სპეციალისტი) და არც იბრძვის თანამდებობისთვის.  გამოცდაზე გასვლის დღიდან დაიწყო მინდიამ ხათუნას ანტიპიარი, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ იწერება, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ. თვითონ მინდია მისი დირექტორობის დროს თანამშრომლებისგან ითხოვდა ყველა სტანდარტის დაცვას, ახლა რა ხდება? რისთვისაა ეს ყველაფერი? მუდმივი არაფერია, მინდიასაც ჰყავდა წინამორბედი და ამჟამინდელი დირექტორიც არ იქნება მუდმივად. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციას ავრცელებენ და ცდილობენ დააკნინონ სხვისი შრომა და საქმიანობა,"-ნათქვამია საპასუხოდ გავრცელებულ პოსტში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები