TOPNEWS » მთავარი თემა » ინფრასტრუქტურის მინისტრის ბოდიში ქუთაისის მეოთხე და მეშვიდე სკოლების მოსწავლეებს

ინფრასტრუქტურის მინისტრის ბოდიში ქუთაისის მეოთხე და მეშვიდე სკოლების მოსწავლეებს

ინფრასტრუქტურის მინისტრის ბოდიში ქუთაისის მეოთხე და მეშვიდე სკოლების მოსწავლეებს

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქუთაისის მეოთხე და მეშვიდე საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მშობლებს ბოდიშს უხდის. მისი თქმით, სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, აქტიურად მუშაობს შეფერხებული სამუშაოების დროული განახლებისთვის. 

"მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო  მშობლებს და მოსწავლეებს, იმ შეფერხებისთვის რაც ამ ეტაპზე გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არსებული პრობლემები მალე მოგვარდეს, რაც შეიძლება მალე განახლდეს აქტიური სამშენებლო სამუშაოები და ბავშვებმა, რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ სწავლის გაგრძელება,"- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, ხოლო მეოთხე საჯარო სკოლის ძველი შენობის ადგილას ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu