TOPNEWS » მთავარი თემა » დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს

დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს

დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu