ბაღდათში, დიდთოვლობით დაზარალებულ მოსახლეობას საკვები პროდუქტები ურიგდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სურსათი და საკვები პროდუქტები რამდენიმე დღეა ურიგდება.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამოგზავნილი პროდუქტები უკვე დარიგდა.
ამჯერად ადგილობრივებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ შეძენილი საკვები და მედიკამენტები ურიგდებათ.
“არ დარჩენილა უყურადღებოდ არც ერთი მოქალაქე, რომელმაც ბაღდათის მერიას და საკრებულოს დახმარების თხოვნით მომართა. საკვებ პროდუქტებთან და მედიკამენტებთან ერთად, დახმარება გაეწია მათ, ვინც დიალეზით მოსარგებლეა ან ექიმთან გადაუდებელი ვიზიტი ესაჭიროებოდა ექიმთან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით,”-აცხადებენ ბაღდათის მერიაში.





