TOPNEWS » მთავარი თემა » ვინ მოხვდება ახალ პარლამენტში “ქართული ოცნებიდან”?
ვინ მოხვდება ახალ პარლამენტში “ქართული ოცნებიდან”?
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით "ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელსაც ჯამში, 61 მანდატი ექნება. უფრო კონკრეტულად, მანდატები ასე ნაწილდება: “კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18 მანდატი, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 17 მანდატი, “ძლიერი საქართველო“ - 14 მანდატი, ხოლო “გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი.
ვინ მოხვდება ახალ პარლამენტში?
"ქართული ოცნება" - 88 მანდატი
- ბიძინა ივანიშვილი - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე;
- ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი;
- ირაკლი ღარიბაშვილი - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი;
- შალვა პაპუაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე;
- მამუკა მდინარაძე - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი;
- თეა წულუკიანი - კულტურის ყოფილი მინისტრი;
- ლაშა ტალახაძე - ძალოსანი;
- ვახტანგი თურნავა - ბიზნესმენი;
- მაკა ბოჭორიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
- გენო პეტრიაშვილი - მოჭიდავე;
- სოზარ სუბარი - "ხალხის ძალის" დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში;
- მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
- ანრი ოხანაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
- ნიკოლოზ სამხარაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
- ეკა ჭიჭინაძე - "ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი;
- შოთა ბერეკაშვილი - კომპანია BK constraction-ის დამფუძნებელი;
- ლევან მახაშვილი - ევროპისმცოდნეობის დოქტორი;
- მიხეილ ყაველაშვილი - "ხალხის ძალის" დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში;
- გიორგი გაბუნია - იურისტი;
- ლიკა შარტავა - ფსიქოლოგი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი;
- აკაკი ალადაშვილი - თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი;
- არჩილ ბერიძე - ჯგუფ “ალილოს” სოლისტი, მუსიკოსი;
- ანზორ ბოლქვაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ვლადიმერ ბოჟაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
- ზაურ დარგალი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ზაალ დუგლაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრამდე დუგლაძე ბიზნესმენი იყო.
- ნიკა ელისაშვილი - ისნის რაიონის გამგებელი;
- გოჩა ენუქიძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.
- გიორგი ვოლსკი - მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
- ილია ინჯია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის და ბიზნესმენ ფრიდონ ინჯიას ვაჟი
- დავით კაჭარავა - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი;
- პაატა კვიჟინაძე - პარლამენტარი 2012 წლიდან
- დათო კოდუა - 2017 წელს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზუგდიდში, 2024 წელს “ქართული ოცნების” დელეგატი ზუგდიდში;
- ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდოისტი,"ქართული ოცნების" დელეგატი სამგორში;
- ზაზა ლომინაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, 2024 წელს ის კვლავ ქუთაისშია “ქართული ოცნების” დელეგატი.
- სამველ მანუკიანი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარის სტატუსით. 2024 წელს მანუკიანი "ქართული ოცნების" დელეგატია ახალქალაქი-ნინოწმინდაში;
- ანტონ ობოლაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქში;
- ზურაბ რურუა;
- დავით სონღულაშვილი - მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.
- ირაკლი ქადაგიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში. 2024 წელს "ქართული ოცნების" დელეგატია ამავე მუნიციპალიტეტებში.
- ზვიად შალამბერიძე - 2024 წლის არჩევნებზე არის “ქართული ოცნების” დელეგატი ზესტაფონში, ბაღდათში, თერჯოლასა და ტყიბულში. საჯარო სექტორში მუშაობის დაწყებამდე სადაზღვევო კომპანიებში მუშაობდა;
- ირაკლი შატაკიშვილი - 2020 წელს რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით გახდა პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან”;
- დავით შერაზადიშვილი - 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნების” დელეგატია ბოლნისში, დმანისში, თეთრიწყაროსა და წალკაში. ბოლნისის მერის თანამდებობა უკავია 2017 წლიდან;
- ვასილ ჩიგოგიძე - მეექვსე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
- გივი ჭიჭინაძე - მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
- გიორგი ჭყონია - “ქართული ოცნების” დელეგატი ქობულეთში. ის მმართველი პარტიის შემადგენლობაში ახალი სახეა, წლებია კორუფციის მკვლევარია;
- გიორგი ხახუბია - მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. დეპუტატი გახდა შუალედური არჩევნების შემდეგ, 2023 წელს. არის ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი;
- ირაკლი ხელაძე - თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - გორის მერი, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არის “ქართული ოცნების” დელეგატი;
- დიმიტრი ხუნდაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ხალხის ძალის” წევრი, 2024 წელს არის მმართველი პარტიის დელეგატი მცხეთა-მთიანეთში;
- გურამ მაჭარაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ხალხის ძალის” წევრი;
- ირაკლი ბერაია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ეკა სეფაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ხალხის ძალის” წევრი;
- ზაალ მიქელაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი;
- ვიქტორ ჯაფარიძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ხალხის ძალის” წევრი;
- გიორგი კახიანი - მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
- მაია ბითაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ვიქტორ სანიკიძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ვეტერანი კალათბურთელი;
- მარიამ ლაშხი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- დიმიტრი სამხარაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი;
- ნინო წილოსანი - მეათე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;
- რატი იონათამიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე;
- დავითი მათიკაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ვლადიმერ კახაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი;
- ირაკლი მეზურნიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- სავალან მირზოევი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- რამინა ბერაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- სუმბატ კიურეღიანი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ალექსანდრე ტაბატაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ალუდა ღუდუშაური - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ირმა ზავრადაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ირაკლი ზარქუა - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გივი მიქანაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გიორგი სოსიაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ნოდარ ტურძელაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ბეჟან წაქაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ალექსანდრე დალაქიშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ისკო დასენი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ედიშერ თოლორაია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გოდერძი ჩანქსელიანი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გია ბენაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- შოთა ხაბარელი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გელა სამხარაული - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გიორგი ჩაკვეტაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- თენგიზ შარმანაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- ირაკლი კირცხალია - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გიორგი ბარვენაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- გენრიეტა წიწავა - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- იმედა ნიკურაძე - მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.





