6-7 თებერვალს იმერეთის რეგიონში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, წყალტუბოს სოფელი დერჩი გარესამყაროს მოწყდა. სოფლის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო გზა ჩაიკეტა.
როგორც მოსახლეობა ამბობს, სოფელში არც ელექტროენერგია მიეწოდებათ.
"დერჩის გზა ორივე მხრიდან ჩაკეტილია- მექვენიდანაც და მთავარი გადასახვევი სადაცაა, იქაც. მექვენიდან ახალი გზა გაჰყავთ, რომ ამ მთავარ გზას მოადგეს ტექნიკა გასაწმენდად. პირდაპირ ხიდზეა ჩამოწოლილი მეწყერი და ხიდის მხრიდან ქვეშ ვერ დაუდგება ტრაქტორი სამუშაოდ. ისევ მოდის მიწის მასა. "ენერგო პროც" ადგილზეაო, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით აქტიური მუშაობა ვერ მიდის დენის მხრივ. 4 მაღალი ძაბვის ბოძია წაქწეულიო და ეს ბოძები ახლო მანძილზე არ დგება და მეწყერის მასშტაბიც გასაგებია. წმენდენ, მოდის ისევ. ზემოდან ვერ უდგებიან, ქვეშ ვერ დაუდგებიან.... ზოგადად მეწყერი ცუდი სამუშაოა. გვერდიდან თუ ვერ მიუდგა ტექნიკა ან მისადგომი გზა არ გაიყვანა, ისე ვერაფერს იზამს,"-ამბობს ადგლობრივი მახო კვატაშიძე.