რეკლამა

იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რეგიონის მოსახლეობას ემშვიდობება.

შალამბერიძე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათისა და ტყიბულის დელეგატად დაასახელა, მუშაობას საქართველოს პარლამენტში გააგრძელებს. 

“ჩვენ ხვალიდან მოგვიწევს უკვე ახალი ურთიერთობები, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს. მე ვიქნები თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში, მე ამის მჯერა, რადგან დღემდე ჩემი სტატუსი წარმატებული თქვენი მხარდაჭერით იყო. ბევრი პრობლემა დავძლიეთ ერთად და ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით, რამაც იმერეთი მეტად მიმზიდველი გახადა, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ტურიზმისა და ინვესტიციების ნაწილში. იმერეთი და განსაკუთრებით ქუთაისი, უძველესი ევროპული ქალაქი ყოველთვის იყო ნიჭიერების სამჭედლო. აქ იბადებოდნენ და იბადებიან გენიოსები, რომლებიც ჩვენი ქალაქის, მხარის და ქვეყნის სახელს მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით წარადგენენ. ქუთაისი ახლაც განათლების კერაა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები იღებენ უმაღლეს და ხარისხიან განათლებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ინიციატივით დაარსდა და მისივე მხარდაჭერით შეიქმნა ყველა პირობა მომავალი თაობებისთვის. 

ჩემი აქ, ამ თანამდებობაზე გატარებული 5 წელი იყო სიამაყის წლები, რადგან არც ერთი გადაწყვეტილება ხალხის გარეშე არ მიღწეულა, ყველაფერში იყავით ჩართულები და ეს ასეც გაგრძელდება. ახალი პოზიცია მომცემს შესაძლებლობას გამოვიყენო სხვა რესურსები და მიდგომები იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ჩვენს წინაშეა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ჩემი ენერგია და სურვილი ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე. მზად ვარ განვაგრძო მუშაობა ჩვენს გუნდთან ერთად, რეგიონის კეთილდღეობისათვის,”- ამბობს ზვიად შალამბერიძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები