TOPNEWS » მთავარი თემა » მეწყრული ზონები, დაზიანებული გზები და ხიდები-სტიქია ლენტეხში

მეწყრული ზონები, დაზიანებული გზები და ხიდები-სტიქია ლენტეხში

მეწყრული ზონები, დაზიანებული გზები და ხიდები-სტიქია ლენტეხში


ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წუხელ, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა  წვიმამ მუნიციპალიტეტში მეწყერის რამდენიმე კერა წარმოქმნა, დააზიანა საავტომობილო გზები და ხიდები. სტიქიის ზონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა ტურისტების ჯგუფი. მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მალევე, ხელისუფლების სწრაფი რეაგირების შედეგად გახდა შესაძლებელი.


ამ დროისთვის ლენტეხიდან სოფელ  მელემდე  საავტომობილო გზა მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის გახსნილია. მიმდინარეობს მუშაობა სოფელ მელედან ცანას  მიმართულებით გზის გასახსნელად, თუმცა ტექნიკის მუშაობას მეწყრული კერები აფერხებს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu