TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხში სტიქიას ებრძვიან

ლენტეხში სტიქიას ებრძვიან

ლენტეხში სტიქიას ებრძვიან

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელი საყდარი) მდინარის ადიდების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.

გარდა ამისა, საავტომობილო გზაზე მეწყერიც არის ჩამოსული, რის გამოც ლენტეხში ტურისტების ჯგუფი ჩაიკეტა. 

როგორც top-news.ge-სთვის გახდა ცნობილი, ტექნიკა ამ ეტაპზე მუშაობას ვერ აგრძელებს, რადგან მუნიციპალიტეტში ისევ ძლიერად წვიმს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu