TOPNEWS » მთავარი თემა » ვანში სოფლების-ზედავანი-გადიდი-ონჯოხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა
ვანში სოფლების-ზედავანი-გადიდი-ონჯოხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა
ვანის მუნიციპალიტეტში სოფლების-ზედავანი-გადიდი-ონჯოხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. სამუშაოების დასრულებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია ადგილზე გაეცნენ.
“ხიდის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობდა: დაიგო ასფალტი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი და ჯებირები. ხიდის სიგრძე 21 მეტრია; სიგანე 9მ, მათ შორის საავტომობილო გზა -6,5მ.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 877 500 ლარით დაფინანსდა. ხიდის მშენებლობას აწარმოებდა შპს „Construction service“-ი,”-აცხადებენ ვანის მერიაში.

















