TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიაში კიდევ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა
სამტრედიაში კიდევ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა
სამტრედიის მუნიციპალიტეტი განაგრძობს უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას. ამჯერად, ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლი ინგა რუხაძის ოჯახს გადაეცა.
საცხოვრებლის გასაღები ოჯახს მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პირადად გადასცა.
სოციალური პროექტის ფარგლებში 2024 წელს აშენდა 4 საცხოვრებელი სახლი, ხოლო 2025 წლისთვის დაგეგმილია კიდევ 7 სახლის მშენებლობა.
“მიმდინარე წელს უკვე 3 ოჯახს გადაეცა ახალი საცხოვრებელი სახლი. ამჟამად 4 ობიექტზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები,”-ნათქვამია სამტრედიის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





