ინგლისური ენის კურსი თავდაჯერებული კომუნიკაციისთვის-ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის საინტერესო შეთავაზება

ინგლისური ენის კურსი თავდაჯერებული კომუნიკაციისთვის-ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის საინტერესო შეთავაზება

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ინგლისური ენის კურსზე მიღება დაიწყო. ინგლისური ენის აღნიშნული კურსი მორგებულია მათზე, ვისაც აქვს სიტყვების მარაგი, მაგრამ სურს ისაუბროს თავისუფლად. 

"შემოგვიერთდით საინტერესო გაკვეთილებზე, რომელსაც უძღვება უცხოელი მასწავლებელი.  გაქვთ სიტყვები, მაგრამ გიჭირთ საუბარი?  ეს კურსი თქვენი გასაღებია თავდაჯერებული კომუნიკაციისათვის!  საშინაო დავალება არ არის - ყველაფრის სწავლა ხდება ადგილზე თქვენი მოხერხებულობისათვის. გამოიყენე შანსი! დარეგისტრირდი ახლავე! 

კურსის დაწყების თარიღი - 4 მარტი. მდებარეობა: წერეთლის ქ. 2 (სასტუმრო ბაგრატის შენობა)     

კურსზე დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით - 579595838 ან გვეწვიეთ ადგილზე,"-აცხადებენ ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები