რეკლამა

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი სამართლებრივ დავას იწყებს

ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი სამართლებრივ დავას იწყებს

 ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ოჯახის ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზებზე ისაუბრებენ. 

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო! 
40 დღეზე მეტი დღე გავიდა, რაც ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, რადიო "ძველი ქალაქი"-ს დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი და ქუთაისზე უზომოდ შეყვარებული, ჩვენი და თქვენი დიდი მეგობარი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა.

 საზოგადოებაში დღემდე არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი ქეთის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩვენ, როგორც ქეთის ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატები: ლედი ტუკვაძე და მარიამ ლევიძე, ქეთის დედასთან - მაგული ჩხობაძესთან ერთად გავმართავთ პრესკონფერენციას, სადაც საზოგადოებას მივაწოდებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ, აგრეთვე ვისაუბრებთ სამართლებრივი დავის დაწყების მიზეზებზე25 დეკემბერს, 10:00 საათზე,  მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნ. დუმბაძის N2,"-ამბობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები