TOPNEWS » მთავარი თემა » რა საჭიროებებზე საუბრობენ ცაგერის სოფელ სურმუშში მაცხოვრებლები?

რა საჭიროებებზე საუბრობენ ცაგერის სოფელ სურმუშში მაცხოვრებლები?

რა საჭიროებებზე საუბრობენ ცაგერის სოფელ სურმუშში მაცხოვრებლები?

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი სოფელ სურმუშში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად სოფლისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საკითხებზე იმსჯელა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად სოფელ სურმუშამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დასრულება დაასახელა.

აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების თითქმის ნახევარი უკვე შესრულებულია, თუმცა გზის მონაკვეთზე განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა სამუშაოების დროულად გაგრძელებას ხელი შეუშალა.

ამ ეტაპზე მეწყრული პროცესები შეჩერებულია, რაც პროექტის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა. უახლოეს პერიოდში დაიწყება ღვარცოფის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენა და დახრეშვა, ხოლო 2027 წელს გზის დარჩენილ ნაწილზე ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება და სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ სურმუშის მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებით ისარგებლებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu