ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი "ილო 2023" დასრულდა. ფესტივალის დახურვას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა. საერთაშორისო, პროფესიონალურმა ჟიურიმ გამოავლინა ფესტივალის მთავარი და სპეციალური პრიზების მფლობელები:
" ფესტივალი " ილო 2023 "-ის გამარჯვებული გახდა და გრან პრი მოიპოვა ფოტომ "დაღლილი, ჩაძინებული ილო ", ავტორი - მალხაზ ახვლედიანი.
I ადგილი - გელა პატიაშვილი, "ქალის პორტრეტი პროფილში";
ll ადგილი - მორის ბენსიმონი (საფრანგეთი), "ქალის პორტრეტი";
lll ადგილი - იგორ გაიდაი (უკრაინა) , ჯგუფური პორტრეტი "დედები და ბავშვები".
20 წლამდე კატეგორიაში გამარჯვებულია ანა დემეტრაშვილი, ფოტოსათვის "კონცერტამდე".
ჟიურის სპეციალური პრიზი "ფესტივალის აღმოჩენა" გადაეცა ვილი ფილცს ( ბელგია), ფოტოსათვის "ქალი და ქათამი".
მადლიერების დიპლომებით დაჯილდოვდნენ ნატალი ტუფენკჯიანი, იური მეჩითოვი და ბერტრან ლისბონი.
პრიზები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს.
„3 დღის განმავლობაში ჩვენი ქალაქი მასპინძლობდა ცნობილ თუ დამწყებ ფოტოხელოვანებს მსოფლიოს 7 ქვეყნიდან. ბევრი საინტერესო, ორიგინალური ფოტო ვიხილეთ საკონკურსო გამოფენაზე.
ვულოცავ ყველა გამარჯვებულს,მონაწილეს და განსაკუთებულად გრან პრის მფლობელს, ჩვენს თანაქალაქელს მალხაზ ახვლედიანს! მადლობა ყველას, ვისი ძალისხმევითაც საერთაშორისო ფოტოფესტივალი ასეთ მაღალ დონეზე ჩატარდა!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საერთაშორისო ფოტოფესტივალი "ილო" ქუთაისის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით იმართება.