სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ქალს ბრალი შეუცვალეს. ადვოკატის ინფორმაციით,
დაკავებულს 109- ე მუხლით წაყენებული მძიმე ბრალდება მოეხსნა და და ბრალი 370- ე მუხლით განისაზღვრა, რაც ცრუ ინფორმაცის მიწოდებას გულისხმობს.
"მეგობრებო! ვსაუბრობ სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც უდანაშაულო ქალი დააკავეს ქმრის მკვლელობის ბრალდებით და სინამდვილეში მკვლელი ბრალდებულის ძმა აღმოჩნდა.
გუშინ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ - თათია გოგოლაურმა პირველი წარდგენის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა იმერეთის პროკურორის რევაზ თოფურიას შუამდგომლობა, სადაც ბრალდების მხარე ნატო ხელაძის მიმართ ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას. საქმე ეხება სამტრედიაში დაკავებულ ქალს, რომელსაც ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ და ბრალი წარედგინა სსკ-ის 109- ე მუხლით, რაც
გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამანძიმებელ გარემოებაში 16- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალუსწინებს.
მე რა თქმა, უნდა არ დავეთანხმე პროკურორის შუამდგომლობას და ვითხოვდი, რომ არც ერთი სახის აღკვეთი ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან არ არსებობდა საქმეში არანაირი მტკიცებულება, რაც ბრალდებულის ბრალეულობას დაადასტურებდა, მაგრამ ,,მოსამართლემ" ჩათვალა, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოშიო და გაანადგურებს მტკიცებულებებსო.
შემირცხვენია თათია გოგოლაურის სამართალი და მისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი....
მე მაჩერებდა და შენიშვნას მაძლევდა დაბალ ტონალობაში და აუღელვებლად მესაუბრა, მაშინ როდესაც ვცდილობდი დამერმუნებინა იგი ბრალდებულის უდანაშაულობაში და მტკიცებულების არარსებობაში, მაგრამ ამაოდ.
მიუხედავად დაცვის მხარის დიდი წინააღმდეგობისა, მაინც პატიმრობა გამოიყენა და ეს საცდავი გოგო, რომელსაც არ მოუკლავს მისი ქმარი,
არის შშმ პირი, აქვს მენტალური
ჯანმრთელობის პრობლემები, არ იცის წერა-კითხვა და ასევე ვერ გეტყვის რამდენი წლისაა, პატიმრობა გამოიყენა იმ მიზნით, რომ აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა.
ხოლო ბრალდების მხარე, რომ დარწმუნდა, რომ ამ საქმეს დიდი ანგარიშით წააგებდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, დღეს წარდგენილი ბრდება შეუცვალეს და ახლა მხოლოდ ცრუ ჩვენებას ედავებიან ანუ რატომ თქვიო რომ მე მოვკალიო.
ასე ,,გამოიძია" იმერეთის სამხარეომ მკვლელობის საქმე, პროკურორის რეზო თოფურიას ზედამხედველობით და სამართლიანი ,,მოსამართლის" თათია გოგოლაურის გადაწყვეტილებით, უდანაშაულო ადამიანი პატიმრობაში აიყვანეს!!
ნატო ხელაძე მალე დატოვებს საპატიმროს,"-წერს ადვოკატი.