12 ოქტომბერს ზესტაფონში დოღი გაიმართება
ზესტაფონში, სოფელ ბოსლევში დოღი გაიმართება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებით (დილიკაური, ბოსლევი, ზედა საქარის ადმინისტრაციული ერთეული) დოღი 12 ოქტომბერს, 12: 00 საათზე შედგება.
"დოღი 2 ეტაპად ჩატარდება. შეჯიბრი 2 კილომეტრიან დისტანციაზე მოეწყობა. დოღში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ჯიშიანი, ასევე შერეული სისხლის ცხენები.
ორგანიზატორთა განმარტებით, დოღის ჩატარების იდეა, სპორტის უძველესი სახეობის აღდგენას და მუნიციპალიტეტში მის ტრადიციად დამკვიდრებას უკავშირდება.
დოღში მონაწილეობის მიღება თავისუფალია.
საკონტაქტი პირები:
ირაკლი ცერცვაძე - ტელ: 577 19 29 69
მამუკა კოჩაძე ტელ: 591 14 81 86
ილია ფუტკარაძე ტელ: 595 69 70 50
დოღში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო, თასი, მედლები და სიგელები,"-ნათქვამია ზესტაფონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

















