რეკლამა

რა დავალება მისცა ხონის მერმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს?

რა დავალება მისცა ხონის მერმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს?

ხონის მერიაში ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან შემდეგი საკითხები განიხილა:
მერიის ჯანდაცვის პაკეტში დაგეგმილი ცვლილებები;
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროგრამები - გზები, რეკრიაციული ზონები;
სტიქიის სალიკვიდაციო ფონდის ხარჯვის პროცედურები;
ქალაქის N1 საბავშვო ბაღის ეზოს შემორაგვის საკითხი;
აუქციონების შედეგები;
 აუდიტის სამსახურის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა;
 ძაღლების ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა;
 საახალძლო ღონისძიებები - კულტურული და სოციალური აქტივობების საორგანიზაციო საკითხები;
 აკაკი ჩხენკელის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები;
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიმდინარეობა და დაგეგმილი აქტივობები.
"ლადო ჯურხაძემ სამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ საანგარიში წლის დასრულებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად მობილიზდნენ და საკითხები, რომელთა განხორციელებაც 2023 წელს იყო დაგეგმილი, დეკემბრის ბოლომდე განახორციელონ,"-აცხადებენ ხონის მერიაში. 

ტეგები:

Facebook - კომენტარები