რეკლამა

როგორ გავხადოთ ქუთაისი ყველასთვის სასურველი ქალაქი?-ქუთაისის მერია იდეებს ეძებს

როგორ გავხადოთ ქუთაისი ყველასთვის სასურველი ქალაქი?-ქუთაისის მერია იდეებს ეძებს

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციისპორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, 29-30 მარტს  იდეათონი გაიმართება. 
ახალგაზრდული იდეათონის მიზანია გამოავლინოს კრეატიული და საინტერესო იდეები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქუთაისის, როგორც ეკო სმარტ ქალაქის განვითარებას, ეკო- მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას, სასურველი საცხოვრებელი და ვიზიტორებისათვის მიმზიდველი ქალაქის შექმნას. 

 იდეათონში მონაწილეობა შეუძლია 17-30 წლის ასაკის ახალგაზრდებს. მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. გუნდში წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ადამიანს.

რეგისტრაციის  გავლა შესაძლებელია არაუგვიანეს 2024 წლის 23 მარტამდე შემდეგ მისამართზე:
ttps://forms.gle/fbYVpPbBgYTi6t4d6

ჰაკათონში გამარჯვებული იდეები რეალობად იქცევა და ქუთაისში განხორციელდება.

 იდეათონი იმართება ქუთაისში ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, რომელიც შემუშავდა  ევროკავშირი-UNDP-ის ერთობლივი ინიციატივის  „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით. 

იდეათონის ორგანიზატორებია ქუთაისის მერია და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.

 იდეათონის პარტნიორებია: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული  კომისია, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“.
იდეათონის დებულების გაცნობა შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/zgMTjwY8phZkfAs79


ტეგები:

Facebook - კომენტარები