TOPNEWS » მთავარი თემა » სოციალური პროგრამები, რომლითაც ხონის მოსახლეობას სარგებლობა შეუძლია

სოციალური პროგრამები, რომლითაც ხონის მოსახლეობას სარგებლობა შეუძლია

სოციალური პროგრამები, რომლითაც ხონის მოსახლეობას სარგებლობა შეუძლია

ხონის მერია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოსახლეობას სხვადასხვა სოციალურ პროგრამას სთავაზობს. 

მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება - პროგრამის ბენეფიციარი 41 მშობელი, 176 ბავშვი;

ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება -84 ბენეფიციარი;

სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება/თანადაფინანსება -846 ბენეფიციარი;

სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება - 3 ოჯახი, 9 ბავშვი;

შშმ სტატუსის მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადი დახმარება - 15 ბენეფიციარი;

18 წლის ასაკის ზემოთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე,ცერებრალური დამბლით,დაუნის სინდრომით დაავადებული პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება - 80 ბენეფიციარი;

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება - 2 ბენეფიციარი;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული პირების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება - 7 ბენეფიციარი;

მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარება - 40 ოჯახი, 75 ბავშვი;

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და მასთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება- 2 ბენეფიციარი;

"დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე(ტრანსპორტირებისათვის) ყოველთვიური ფულადი დახმარება- 15 ბენეფიციარი;

არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების „დღის ცენტრების“ ყოველთვიური დაფინანსება - 2 ორგანიზაცია;

სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების(უნგრეთი და ავღანეთი)ერთჯერადი ფულადი დახმარება -12 ბენეფიციარი;

18 წლამდე ასაკის შშმ.პირების სასმენი აპარატის ნაწილების(სადენის,კვების წყაროს და საშრობი ტაბლეტის)დაფინანსება/თანადაფინანსება -3 ბენეფიციარი;

1-დან 18 წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარება - 2 ბენეფიციარი;

მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება - 52 ბენეფიციარი;

0-დან 15 წლამდე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსება -15 ბენეფიციარი;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად დაინვალიდებული ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარება - 1 ბენეფიციარი;

0-დან 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარება - 6 ბენეფიციარი;

0-დან 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარება - 7 ბენეფიციარი;

15 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებული შშმ პირების ერთჯერადი სეზონური საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურების თანადაფინანსება(ბინის ქირით უზრუნველყოფა) – 2 ბენეფიციარი;

მშობელთა მზრუნველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე ერთჯერადი ფულადი დახმარება - 3 ოჯახი, 9 ბენეფიციარი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu