რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოები 912 კმ გზაზე მიმდინარეობდა, ხოლო სამუშაოები 570 კმ-ზე დასრულდა.
"2022 წელს დასრულდა 38 ხიდის რეაბილიტაცია-მშენებლობა, 14 სტიქიის ლიკვიდაცია-პრევენციის და 23 ნაპირსამაგრის მოწყობის პროექტი. დასრულებული ნაპირსამაგრი პროექტების საერთო სიგრძე 11 კმ-ია. საერთო ჯამში, 2022 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები ომიმდინარეობდა 16.5 კმ-ზე. 2022 წელს გაგრძელდა რეგიონების დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის:
ბაღდათი-აბასთუმანის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც 36 კმ-მდე გზა უკვე დასრულებულია, ხოლო სრულად პროექტი დასრულდება 2024 წელს. პროექტის შედეგად, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო თითქმის განახევრდება და მგზავრობას 2 საათი 30 წუთი დასჭირდება.
ხულო-ზარზმის პროექტი, ზარზმის მხრიდან დასრულების ეტაპზეა 17 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, საიდანაც 14 კმ-ზე მოწყობილია საფარი. სარეაბილიტაციო გზის პირველი, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში გამავალი, 5 კმ-იანი მონაკვეთი 2022 წელს დასრულდა.
ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის პროექტზე მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. 51 კმ-იან მონაკვეთზე საფარი მოწყობილია უკვე 40 კმ-ზე. ყველა ძირითადი მონაკვეთის დასრულება 2023 წელს არის გათვალისწინებული.
ძირულა-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის 25 კმ-იანი მონაკვეთი დასრულებულია.
2023 წელს მიმდინარეობს 1 022 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება,"-აცხადებენ უწყებაში.