TOPNEWS » მთავარი თემა » „ვკითხულობთ გალაკტიონს“ -ქუთაისში კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
„ვკითხულობთ გალაკტიონს“ -ქუთაისში კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მხატვრული კითხვის ტრადიციული საქალაქო კონკურსის -„ვკითხულობთ გალაკტიონს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი 17 ნოემბერს, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა (ორგანიზატორი: სასახლის დირექტორის მოადგილე, პოეზიის მოყვარულთა წრის პედაგოგი მაია ასათიანი).
მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების და ბაღდათის საჯარო სკოლის 60-მდე მოსწავლემ მიიღო.
კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცეს ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა ვაჟა ჯუღელმა და მმართველის მოადგილემ ელისო ქაროსანიძემ.
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.





