ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ტაიკვანდოს იმერეთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ ჯღამაძესთან, ამავე ფედერაციის რეგიონულ გენერალურ მდივანთან, მიშა ასანიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან და მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად 2023 წელს საქარველოს ტაიკვანდოს ჩემპიონატზე გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა.
ტაიკვანდოს იმერეთის რეგიონალური ფედერაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მადლობა გადაუხადეს, გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნეს, რომ ხარაგაულში სპორტის ამ სახეობაში კარგი შედეგები იდება, რასაც მხარდაჭერა და ხელშეწყობა განაპირობებს.
"გვახარებს ეს წარმატებები, ვულოცავ ჩვენს ბავშვებს ამ მიღწევებს, მთავარია მონდომება და ვიმედოვნებ, ისინი უფრო დიდ ჩემპიონატზეც ასახელებენ ხარაგაულს,"-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით წარმატებული სპორტსმენები საჩუქრებით და ფულადი ჯილდოთი წახალისდნენ.
"მადლობას ვუხდით მერს, კობა ლურსმაშვილს, რომელიც ბავშვების კეთილდღეობისთვის და უკეთესი მომავლისთვის იღწვის. ასევე, მადლობა სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორს რევაზ შერგელაშვილს მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისგან ყოველთვის ვგრძნობთ. ვემზადებით ახალი ღია ჩემპიონატისთვის, რომელიც ქუთაისში აპრილის თვეში გაიმართება,"- განაცხადა ტაიკვანდოს მწვრტნელმა დავით არჩვაძემ.
ტაიკვანდოს წრე ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს.