ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის მაღალი წნევით რეცხვისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკის, კაპილოტის საშუალებით სრულად გაიწმინდა არსებული პარკინგის სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა.
"ასევე, მიმდინარეობს ახალი საპარკინგე სივრცის მოწყობის საფინალო სამუშაოები და წყალარინების სისტემის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოებით სრულდება ახალი ავტოსადგომის მშენებლობის პირველი ფაზა. ჯამში დაიგო 20 ათას კვ.მეტრამდე ასფალტი, დარჩენილია ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟი და საპარკინგე სისტემის მოწყობა. უახლოეს პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული, 200 ავტომობილზე გათვლილი მანქანის სადგომი 700-მდე გაიზრდება,"-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.