რეკლამა

ლენტეხში საახალწლო ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება

ლენტეხში საახალწლო ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება

 ლენტეხის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტს საახალწლო ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა. 

"მერის წინ მდებარე თენგიზ გაზდელიანის სახელობის ცენტრალური მოედანი, თამარ მეფის ქუჩა და ამ ქუჩაზე არსებული სკვერები სრულიად ახალი დიზაინით, საახალწლო განათებებით და დეკორაციებით დამშვენდა. ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა საახალწლო ილუმინაციები დაიდგა. მომდევნო დღეებში საახალწლო განათებების მონტაჟი კვლავ გაგრძელდება და ცენტრალურ მოედანზე 22 დეკემბერს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაგვირგვინდება,"-აცხადებენ მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები