TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშას ურიგებენ

ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშას ურიგებენ

ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშას ურიგებენ

ქუთაისში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საშეშე მერქნის დარიგება მიმდინარეობს. ოჯახებისათვის შეშის გადაცემას მერიის ააიპ "სპეციალური სერვისები" უზრუნველყოფს.

"ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის შეშის გადაცემის პროცესი. ამ დროისთვის ჩვენს ბაზაში 100 ოჯახია დაფიქსირებული. ჩვენი სამსახური უზრუნველყოფს მერქნის ადგილზე, სრულიად უსასყიდლოდ მიტანას. შეშით ყველა იმ ოჯახის უზრუნველყოფა მოხდება, ვისაც ამის საჭიროება აქვს,"-ამბობს "სპეციალური სერვისები"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu