TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის ინფექციურ სნეულებათა კლინიკა „ლჯ და კომპანია“ ფუნქციონირებას წყვეტს

ქუთაისის ინფექციურ სნეულებათა კლინიკა „ლჯ და კომპანია“ ფუნქციონირებას წყვეტს

ქუთაისის ინფექციურ სნეულებათა კლინიკა „ლჯ და კომპანია“ ფუნქციონირებას წყვეტს

ქუთაისის ინფექციურ სნეულებათა კლინიკა „ლჯ და კომპანია“ ფუნქციონირებას წყვეტს. კლინიკაში, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე გადადის, ნარკო-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნება.

კლინიკას ემშვიდობებიან თანამშრომლები. 

“ემოციებით სავსე დღე…ერთ დროს მქუხარე კლინიკა ასე დაიკეტა. მეამაყებით, მეიმედებით თითოეული თქვენთაგანი, მეამაყება ის 8 წელი, რომელიც თქვენს გვერდით გავატარე. პროფესიონალიზმთან ერთად თქვენ ხართ დიდი გულის მქონე, დიდი სიყვარულის და სიკეთის მატარებელი ადამიანები, რაც ყველაზე მთავარია, თუ ადამიანად არ ვარგიხარ ვერც ექიმად ვერ ივარგებ,”-წერს პედიატრი ინგა ნიკოლეიშვილი.

ერთ-ერთი პირველი კოვიდკლინიკა იყო ქვეყნის მასშტაბით. ასევე, კლინიკა პანდემიის დამთავრებამდე აგრძელებდა ინფიცირებული პაციენტების მიღებას.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu