ქუთაისის ინფექციურ სნეულებათა კლინიკა „ლჯ და კომპანია“ ფუნქციონირებას წყვეტს. კლინიკაში, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე გადადის, ნარკო-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნება.
კლინიკას ემშვიდობებიან თანამშრომლები.
“ემოციებით სავსე დღე…ერთ დროს მქუხარე კლინიკა ასე დაიკეტა. მეამაყებით, მეიმედებით თითოეული თქვენთაგანი, მეამაყება ის 8 წელი, რომელიც თქვენს გვერდით გავატარე. პროფესიონალიზმთან ერთად თქვენ ხართ დიდი გულის მქონე, დიდი სიყვარულის და სიკეთის მატარებელი ადამიანები, რაც ყველაზე მთავარია, თუ ადამიანად არ ვარგიხარ ვერც ექიმად ვერ ივარგებ,”-წერს პედიატრი ინგა ნიკოლეიშვილი.
ერთ-ერთი პირველი კოვიდკლინიკა იყო ქვეყნის მასშტაბით. ასევე, კლინიკა პანდემიის დამთავრებამდე აგრძელებდა ინფიცირებული პაციენტების მიღებას.