ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და საკრებულოს წევრები უქიმერიონის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
"ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას იმ კონკრეტულ პროექტებზე ესაუბრნენ, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის, მუნიციპალურ ტრანსპორტზე, რომლებიც ისეთ უბნებში მოძრაობენ, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მოქალაქეებმა მათთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს, ასევე, ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
"დავიწყეთ შეხვედრები ქუთაისის მოსახლეობასთან. უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდით ადგილობრივ მცხოვრებლებს- სხვადასხვა ასაკის და ინტერესების ადამიანებს.
მოქალაქეების მიერ დასმულ თითოეულ საკითხზე სათანადო პასუხი იქნება გაცემული, საქალაქო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კი, ქუთაისში ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები თავადაც ადევნებენ თვალყურს,"-განაცხადა დავით ერემეიშვილმა.