TOPNEWS » მთავარი თემა » KIU და ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი (იაპონია) სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

KIU და ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი (იაპონია) სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

KIU და ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი (იაპონია)  სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაციამ, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, იაპონიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და ქუთაისის ადრონული ცენტრის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფიფია იაპონიაში, ჩიბას ტექნოლოგიურ ინსტიტუტს (Chiba Institute of Technology - CIT) ესტუმრნენ. KIU-ს დელეგაცია შეხვდა CIT-ის პრეზიდენტ ჯოი იტოს, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორ კენიჩი სეკის და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ოსამუ სეტოკუმას.

ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კერძო ტექნიკური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. CIT გამოირჩევა მოწინავე ინჟინერიით, რობოტოტექნიკის დარგის ინოვაციებით, ნახევარგამტარებისა და ავიაკოსმოსური კვლევებით. სწორედ ამ ინსტიტუტში მუშაობს იაპონიის პირველი ოფიციალური AI-ლექტორი, რომელიც ChatGPT-სა და Blockchain/Verifiable Credentials-ზე დაფუძნებულ სწავლების მოდელს იყენებს.

“მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, რომელმაც მზადყოფნა გამოხატა, დაეხმაროს KIU-სა და KUCA-ს (Kutaisi University Campus) CIT-თან ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაში.

ურთიერთთანამშრომლობა განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა: ერთობლივი აკადემიური პროგრამები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დონეზე; საერთო კვლევითი ლაბორატორიები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში; ინოვაციური საგანმანათლებლო მოდულების ბაზაზე შემუშავებული ერთობლივი სერტიფიკატები; სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები ტოკიოსა და ჩიბაში. CIT-თან თანამშრომლობა KIU-ს სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის იაპონიის უმაღლესი ტექნოლოგიური განათლების სტანდარტებსა და ინოვაციურ საგანმანათლებლო მეთოდებს. KIU-ს და CIT-ის პარტნიორობის პირველი კონკრეტული პროექტები უახლოეს მომავალში დაიგეგმება.

KIU-ს დელეგაციის იაპონიაში წარმატებული ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ხელი მოეწერა სამმხრივ თანამშრომლობის მემორანდუმს ტოკაის  უნივერსიტეტთან (იაპონია). KIU-ს მენეჯმენტი იმყოფებოდა ტოკაის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში, სადაც რადიაციული ონკოლოგიისა და ამბულატორიული ქიმიოთერაპიის ცენტრების საქმიანობას გაეცნო,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu