რეკლამა

რამდენია და რაში დაიხარჯება ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი?

რამდენია და რაში დაიხარჯება ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი?

ქუთაისის   აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2024 წელს განსახორციელებელ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც უკვე გაწერილია ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში.

პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 115, 5 მილიონი ლარით  განისაზღვრა, რაც 14 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წელთან შედარებით.

"საგზაო ინფრასტრუქტურისთვის განსაზღრულია 33,6 მილიონი ლარი. რამდენიმე ახალი პროგრამა დაემატა სოციალურ პროგრამებს. ჯამში სოციალური სფერო 7,4 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც თითქმის მილიონი ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით. ️

1, 6 მილიონი ლარია განსაზღვრული კულტურის სფეროს დასაფინანსებლად. აქ გათვალისწინებულია იუნესკოს შემოქმედებითი ქსელის წევრი ქალაქის სტატუსის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები. ️

 2 მილიონამდე ლარით დაფინანსდება სპორტული ღონისძიებები, ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობა და წახალისება. ახალგაზრდული პროგრამების განსახორციელებლად 400 000 ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული და მოიცავს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას. 

1, 5 მილიონი ლარი მოხმარდება ტურიზმის სფეროს განვითარებას,"-ნათქვამია საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები