რეკლამა

ხარაგაულელი მოსწავლეეები, რომლებიც დაფინანსებით ისწავლიან

ხარაგაულელი მოსწავლეეები, რომლებიც დაფინანსებით ისწავლიან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2023-2024 სასწავლო წელი 155 -მა მოსწავლემ დაასრულა. მათგან უმრავლესობა  საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 

გარდა ამისა, ძალიან ბევრი სტუდენტი თავიანთ სასურველ  ფაკულტეტზე მოხვდა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს უფასოდ ისწავლონ ოთხი წლის განმავლობაში.

მათ შორის, გრანტის მფლობელი შვიდი სტუდენტია. აქედან  100-%იანი გრანტი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულმა მოიპოვა. 70%- იანი გრანტის მფლობელი ოთხი მოსწავლე გახდა, 50%-იანი დაფინანსება კი ორმა მოსწავლემ მიიღო.

100%-იანი გრანტი დაიმსახურა
თამარ ჭიპაშვილმა, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის კურსდამთავრებულმა. 

70-%იანი გრანტი მოიპოვა:

მარიამ მდივნიშვილი- წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია;

ლიზი შარიქაძე-დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა;

ნიკოლო ბერაძე- კიცხის საჯარო სკოლა;

თამთა პავლაძე-ბორის საჯარო სკოლა;

50%-იანი გრანტი მიიღო:

მარიამ შავიძე- წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია;

მარიამ ჩაჩანიძე- ხიდრის საჯარო სკოლა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები