ჭიათურაში, გარე ვაჭრობის მოწესრიგების მიზნით, ქალაქის ცენტრალურ ადგილას თანამედროვე დიზაინის ჯიხურები დაიდგა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გარემოვაჭრეებს შეხვდა და თავიანთ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
"მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრში 8 ახალი, ორიგინალური ჯიხური დავდგით. გარე ვაჭრობის დარეგულირება მიზნად ისახავს ცენტრალური ქუჩის იერსახის შენარჩუნებას, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას. ასევე, ჭიათურის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას. პარალელურად, ითვალისწინებს გარე მოვაჭრეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას,"- განაცხადა გივი მოდებაძემ და აღნიშნა,რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ქალაქის მთლიან ტერიტორიას მოიცავს.