ქუთაისში, ოჯახს წყლის გამაცხელებელი მოპარეს.
როგორც დაზარალებული ამბობს, შემთხვევა შუაღამისას, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე მოხდა.
"შენ მოგმართავ, ვინც შუაღამისას კალონკა მომპარე და გადამიჭერი თავისი მილებით, ზურაბ ჭავჭავაძის 14 ნომერში, 8 სართულზე. შენ ხან არაადამიანი და უკანასკნელი ნაძირალა. გაგამდიდრა? რამდენად ჩააბარე? სხვისი არაფერი შეგრჩებათ. თქვენ თუ არა, თქვენს ოჯახს და მომავალს მოეკითხება თქვენი საქციელი, სხვისი ნაწვალები და ლუკმა არავის შერჩენია,"-წერს დაზარალებული.