TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში კედლის დაზიანებულ მხატვრობას აღადგენენ
ქუთაისში კედლის დაზიანებულ მხატვრობას აღადგენენ
ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის - გ. მაისურაძის სახ. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კედლის მოხატვა-რესტავრირებაში, რომელსაც ფრანგი მხატვარი ვინი მასონი ასრულებდა. ბავშვები გაეცნენ კედლის მოხატვის პრინციპებსა და ტექნიკას.
ქუთაისში, მონპლეზირის თაღთან არსებული კედლის მხატვრობა რამდენიმე თვის წინ დაზიანდა.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კედელი თავიდან იხატება.

![- [ ] ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ტაქსის ოფიციალური გადაყვანის სერვისი ემატება](/uploads/posts/2023-10/06e75386-ba35-458a-ad0f-08577c127f45.jpg)



