TOP-NEWS.GE / ქუთაისში კედლის დაზიანებულ მხატვრობას აღადგენენ

ქუთაისში კედლის დაზიანებულ მხატვრობას აღადგენენ

ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო  დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალის - გ. მაისურაძის სახ. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კედლის მოხატვა-რესტავრირებაში, რომელსაც ფრანგი მხატვარი ვინი მასონი ასრულებდა. ბავშვები გაეცნენ კედლის მოხატვის პრინციპებსა და ტექნიკას.

ქუთაისში, მონპლეზირის თაღთან არსებული კედლის მხატვრობა რამდენიმე თვის წინ დაზიანდა. 

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კედელი თავიდან იხატება. 

18-10-2024, 14:38
უკან დაბრუნება