TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულის სოფელ მუხურას მიმართულებით გზა მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის გაიხსნა
ტყიბულის სოფელ მუხურას მიმართულებით გზა მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის გაიხსნა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დილიდან იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩა, შიდა საუბნო და სოფლის გზები.
გზის გაწმენდით სამუშაოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
უხვი ნალექის შედეგად სოფლების ნაწილს ამჟამად ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება და ხორციელდება აღდგენითი სამუშაოები. სოფელ მუხურას მიმართულებით მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი.
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.





