ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ქალაქს შორის დაკავშირება მუნიციპალური ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. როგორც ქუთაისის მერმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი გახდეს.
იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნული მიზნით ავტობუსების შეძენას გეგმავს.
ცნობისთვის, ტურიზმის სექტორში ჩართული პირები და ტურისტები აეროპორტსა და ქალაქს შორის გადაადგილების პრობლემაზე წლებია საუბრობენ და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.