ქუთაისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების პროგრამა ასეთია:
15:00– ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა
15:00-20:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ადგილზე შეძლებთ გემრიელი კერძების და ცხელი სასმელის დაგემოვნებას
15:00-19:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების სახელოსნო
15:30-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
16:00 – 17:00 - ანიმატორების საბავშვო პროგრამა
17:00-18:30 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
18:30-18:45 – მოსიარულე ორკესტრის შოუ
19:00 – 21:00 – კონცერტი : „ღამის შოუს ბენდი“, წამყვანი: კახა მიქიაშვილი
20:00 - ნაძვის ხის საზეიმო ანთება
21:00 – საზეიმო ფოიერვერკი.
ცენტრალურ მოედანზე ამ დროისთვის ღონისძიებისთვის სამზადისი მიმდინარეობს.