TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერია: სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე გზა დაიკეტება

ქუთაისის მერია: სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე გზა დაიკეტება

ქუთაისის მერია: სახელმწიფო  ისტორიული  მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე გზა დაიკეტება

ქუთაისში, წერეთლის გამზირზე,    განსახორციელებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბრის 08:00 საათიდან 25 დეკემბრის 08:00 საათამდე,  დროებით შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა.

მერიის ინფორმაციით, გზა დაიკეტება ქუთაისის სახელმწიფო  ისტორიული  მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე. 

"შესაბამისად, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები:

N1 სვლაგეზი, ნაცვლად წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებს - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა და აღმაშენებლის მოედანი, შემდგომ კი - დადგენილი სვლაგეზით.

N3 სვლაგეზი, ნაცვლად წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებს - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა,  კუპრაძის ქუჩა და შემდეგ, დადგენილი სვლაგეზით.

N4 და N 5 სვლაგეზები, ნაცვლად წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებენ - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ  დადგენილი სვლაგეზებით.

N41 სვლაგეზი ნაცვლად წერეთლის ქუჩისა, იმოძრავებს - აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა და შემდეგ, დადგენილი სვლაგეზით,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu