TOPNEWS » მთავარი თემა » ზეცაში გაშვებული თეთრი მტრედი-ნათლულები პატრიარქს დაემშვიდობნენ

ზეცაში გაშვებული თეთრი მტრედი-ნათლულები პატრიარქს დაემშვიდობნენ

ზეცაში გაშვებული თეთრი მტრედი-ნათლულები პატრიარქს დაემშვიდობნენ

პატრიარქის ნათლულები ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძრის ეზოში თეთრი ვარდებით შეიკრიბნენ და სიმბოლურად, ზეცაში გაშვებული თეთრი მტრედით დაემშვიდობნენ ნათლიას. ღონისძიებაში დაახლოებით 300-მდე ნათლული მონაწილეობდა.

როგორც პატრიარქის ნათლულების ოჯახები ამბობენ, იყო ილია მეორეს ნათლული, არ არის მარტივი სტატუსი. ისინი თვლიან, რომ ნათლულებმა და ქვეყანამ ზეციურ საქართველოში შეიძინეს დიდი მფარველი. 

ნათლულები გეგმავენ, რომ ის ერთობა, რომელსაც პატრიარქი დაუღალავად ქადაგებდა, პრაქტიკაში გადმოიტანონ და ილია მეორის სახელით, მისი ხსოვნის პატივსაცემად, არაერთი ღონისძიება დაგეგმონ. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu