ყველა მძღოლი, მათ შორის დიდი გამოცდილების მქონე მძღოლიც, შეიძლება გახდეს ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე. როგორც წესი, ავარიას მოსდევს სამართლებრივი ხასიათის პრობლემები. ავარიის შემთხვევაში ბრალეული მძღოლის განსაზღვრა გახლავთ მეტად რთული პროცესი. სწორედ ამიტომ, შემდგომი გართულებების თავიდან არიდების მიზნით, საჭიროა შესაბამისი კვალიფილაცის მქონე ადვოკატის დაუყოვნებლივ ჩართვა საქმეში.
საქართველოში პირველად! ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლის უფლებებს „ავტოადვოკატი“ დაიცავს. მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადვოკატებით დაკომპლექტებული „ავტოადვოკატი“-ს გუნდი ქართულ ბაზარზე საქმიანობას იწყებს. კომპანიის მისიაა, თავიდანვე უზრუნველყოს მძღოლის საიმედო დაცვა, რათა ავარიის შემთხვევაში მინიმუმამდე დაიყვანოს ემოციური და ქონებრივი ზარალი.
"ავტოსაგზაო შემთხვვის მონაწილეებმა უმეტეს შემთხვევებში არ იციან სწორად როგორ დააფიქსირონ თავისი პოზიცია. ხშირად სამართალდამცავებს გაუთვითცნობიერებლად აძლევენ არასწორ განმარტებებს, რაც ძირითადად გამოწვეულია მომხდარის შედეგად მიღებული სტრესით , ასევე შემთხვევის განვითარების არასწორი აღთქმით, რაც არ ასახავს რეალობას და ყველაფერი ეს ხშირ შემთხვევაში ისევ მძღოლის ბრალეულობის დამადასტურებელ გარემოებად შეიძლება იქნას გამოყენებული.
ავარიის ადგილზე, განხილვისას შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე ადვოკატის მონაწილეობა გამორიცხავს ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი გარემოებების დადგომის შესაძლებლობას. ავტოსაგზაო შემთხვევა ჩვენი გუნდის წევრი ადვოკატის მონაწილეობით განხილული იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ავარიის მონაწილე მძღოლის ყველა კანონიერი უფლების დაცვას,"-აცხადებენ "ავტოადვოკატში".
„ავტოადვოკატი“-ს გუნდის წევრებს ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესებში მონაწილეობის მრავალწლიანი და მდიდარი გამოცდილება აქვთ. კომპანიას ავტოსაგზაო შემთხვევებზე სპეციალიზებული ადვოკატი ნუგზარ (ნუკრი) კვინიკაძე ხელმძღვანელობს.