რეკლამა

"ქართულმა ოცნებამ" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები დაასახელა

"ქართულმა ოცნებამ" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები დაასახელა

"ქართულმა ოცნებამ" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები დაასახელა. 

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იწყებს მზადებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება ვიზეიმოთ ქართველ ხალხთან ერთად 26 ოქტომბერს. 

ეს გამარჯვება მოიტანს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვის წინაპირობაა.

ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის სამაჟორიტარო ოლქში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები წარვადგინეთ:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბს ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე უხელმძღვანელებს.

ონის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბს ონის მერი სერგი ხიდეშელი უხელმძღვანელებს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბს ჭაბუკი ჭაბუკიანი უხელმძღვანელებს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბს გიორგი გაზდელიანი უხელმძღვანელებს.

წარმატებასა და გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ერთიან გუნდს, რათა შევინარჩუნოთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და განვაგრძოთ განვითარება!

მხოლოდ მშვიდობით!
მხოლოდ ღირსებით!
მხოლოდ კეთილდღეობით!
მხოლოდ ევროპისკენ,"-წერს რაჭის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები