TOPNEWS » მთავარი თემა » რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა
რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეიზღუდა.
არსებული ინფორმაციით, უღელტეხილზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა საჩხერე-ჭიათურა-გომის გზაზე გადმოერთო.
ცნობისთვის, უამინდობის მიზეზით, სპეციალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე დაწესებულია შეზღუდვები.