TOPNEWS » მთავარი თემა » "სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა  საუკუნეების განმავლობაში იყო ყველა ქართველის  უმთავრესი ოცნება და ჩვენ ეს შევძელით!"

"სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა  საუკუნეების განმავლობაში იყო ყველა ქართველის  უმთავრესი ოცნება და ჩვენ ეს შევძელით!"

"სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა  საუკუნეების განმავლობაში იყო ყველა ქართველის  უმთავრესი ოცნება და ჩვენ ეს შევძელით!"

ქუთაისში  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას  ძეგლის შემკობით დაიწყო. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა,  ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრებმა, საპატრიარქოს ჩოხოსნებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად,   გვირგვინებით შეამკეს მერაბ  კოსტავას ძეგლი. სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს  საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის დაღუპულთა სულების  მოსახსენებლად.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!  სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა  საუკუნეების განმავლობაში იყო ყველა ქართველის  უმთავრესი ოცნება და ჩვენ ეს შევძელით! დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის  იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია -108  წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. წელს, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, აღვნიშნავთ ქრისტიანობის 1700 წელს. დღეს ქუთაისში დილიდანვე იმართება სადღესასწაულო ღონისძიებები. შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის მთავარი  ეროვნული დღესასწაული!"- განაცხადა ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა.

დამოუკიდებლობის დღისადმი  მიძღვნილი  ღონისძიებები ქუთაისში  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისა  და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu