რეკლამა

"პროექტით „წუთისოფელი“ ვცდილობთ იმ მიძინებული გრძნობების გაღვიძებას, რასაც ჰქვია სამშობლო, სიყვარული, მეგობრობა“

"პროექტით „წუთისოფელი“ ვცდილობთ იმ მიძინებული გრძნობების გაღვიძებას, რასაც ჰქვია სამშობლო, სიყვარული, მეგობრობა“

ხონის კულტურის ცენტრში, ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ პროექტით „წუთისოფელი“ მაყურებლის წინაშე წარსდგა.

"ქართული ხმების“ ერთ-ერთმა სოლისტმა და პროექტის წამყვანმა, თემურ ჭკუასელმა განაცხადა: "წარსულის ცოდნამ მომავლის შეცნობა უნდა გაგვიადვილოს. პროექტით „წუთისოფელი“ ვცდილობთ იმ მიძინებული გრძნობების გაღვიძებას, რასაც ჰქვია სამშობლო, სიყვარული, მეგობრობა“.

"პროექტის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე "ქართული ხმების" ღირსეული წევრი, ხონის მაჟორიტარი დეპუტატი,  გივი ჭიჭინაძე წარსდგა.

ღონისძიებას  ხონელ საზოგადოებასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი  მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა,"-აცხადებენ ხონის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები